logo
ENG



"ჩემს წინასწარ გლოვას სჯობს, 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება" - სააკაშვილის მორიგი წერილი

11 ოქტ 202112:19
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა საპატიმროში მოინახულეს. ნიკა გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი წერილი წაიკითხა.

მიხეილ სააკაშვილი, საზოგადოებას მოუწოდებს არჩევნების გზით ქვეყნის შეცვლისაკენ.

"ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით და მათ შორის რა თქმა უნდა უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯა, მე ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. " - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა და სააკშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

სააკაშვილი მე-11 დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. გუშინ, ექიმის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ნიკა გვარამიამ დღეს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიხეილ სააკაშვილმა პირველ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი - ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს. 


close დახურვა